Facebook
VK
Twitter

რა შეგიძლიათ მოიგოთ?

განმცხადებლებისთვის:

გამარჯვებული ინიციატივის ავტორები 2012 წლის ოქტომბერში გაემგზავრებიან ვარშავაში მცირე სასწავლო ვიზიტით. ვიზიტის ფარგლებში, ისინი შეხვდებიან კონკურსის საბჭოს. კონკურსის საბჭო შედგება 12 ექსპერტისგან, რომლებიც მთელი ევროპიდან არიან მოწვეულნი და ცნობილი არიან მათი გამოცდილებით არასამთავრობო სფეროში. გამოცდილების გაზიარებით საბჭო ეცდება დაეხმაროს გამარჯვებულ ინიციატორებს საკუთარი იდეის განხორციელებაში.

ახალი ამბები

როგორ შევიტანოთ ცვლილება?

 

იან
პიეკლო


პოლონურ-უკრაინული თანამშრომლობის ფონდის ხელმძღვანელი, პოლონეთი

ევრო-ავტობუსი(euro-bus)4 :"ევროპელი ახალგაზრდები უკრაინული საზოგადოებისთვის”-ესაა ყოველწლიური პროეტქი, რომელიც მოსდევს ევროპული დღეების აღნიშვნას უკრაინაში. ეს პროექტი მიზნად ისახავს ორი ბაზისური პრობლემის გადაჭრას: სტერეოტიპული აზროვნებისა და დამოკიდებულების შეცვლას უკრაინელებსა და ევროკავშირის მაცხოვრებლებს შორის და ქალაქგარეთ მცხოვრებ ახალგაზრობში მოტივაციის ამაღლებას,რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ აქტივობებში. წაიკითხეთ მეტი...

 

ირინა
ვიდანავა


ბელარუსიელი აქტივისტი,პორტალ CITYDOG.BY-ის მთავარი რედაქტორი

ბელარუსიელთა 67 პროცენტი არასდროს ყოფილა ევროკავშირის შემავალ არც ერთ ქვეყანაში, ხოლო 51 საერთოდ არ შეხვედრია უცხოელს. ცხადია, რომ ბელარუსიის პოლიტიკა არ არის დაინტერესებული ქვეყანათა შორის ურთიერთობების გაღრმავებისკენ, მაგრამ შეგვიძლია თუ არა იგივე ვთქვათ ევროკავშირზე? 2011 წლის გაზაფხულზე,ვილნიუსში მდებარე არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ბელარუსის საათმა“ შექმნა კოალიცია ,,VIZA FREE”. წაიკითხეთ მეტი...

 

 

მიხალას
ედუარდი


მოლდოვის ეროვნული ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე

2011 წელს, ჩვენმა ორგანიზაციამ წამოიწყო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერას, რომელნიც ჩართულნი არიან იმ ადგილობრივი ბიუჯეტის მონიტორინგსა და შეფასებაში, რომელიც გამოყოფილია ახალგაზრდებისთვის. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, პირველად მოლდოვაში, გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც ზემოთ აღნიშნული მონიტორინგის შედეგად იყო შედგენილი. წაიკითხეთ მეტი...