Facebook
VK
Twitter

კითხვები და პასუხები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კითხვა-პასუხის სექციაში.მეტი ინფორმაციის მისაღებად კი მოგვწერეთ:

 ask a question 

 

რას ისახავს მიზნად ეს კონკურსი?

The idea of the NGOmap contest is to give you a chance to submit online the information about the local problems nearby you and your proposal of the solution. You don’t have the experience, team or money to realize your idea? Don’t worry, submit your plans, promote it and we will invite you to take part in the study tour to Poland. In Warsaw, together with our Contest Board you will find out how to make it real.

რამდენი ხანი გაგრძელდება NGOmap კონკურსი?

განათავსე შენი იდეა 2012 წლის 20 აგვისტოდან 16 სექტემბამდე. ხმის მიცემის ვადა გრძელდება 17 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე. კონკურსის საბჭო 1 ოქტომბერს გამოაქვეყნებს შედეგებს.

ვის შეუძლია განათავსოს ინიციატივა?

არსებითად ყველას აქვს უფლება: არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივ სამთავრობო ორგანიზაციებს, არაფორმალურ ჯგუფებსა და ნებისმიერ ადამიანს ინდივიდუალურად შეუძლია მოგვაწოდოს იდეა.

რა ენაზე უნდა განათავსოთ თქვენი იდეა?

ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. თუ გსურთ განათავსოთ ინიციატივა აზერბაიჯანულად ან ბელარუსულად,მისაღები იქნება, მაგრამ ყველა ვერ შეძლებს მის წაკითხვას.რუსულად ან ინგლისურად თარგმნის შემთხვევაში კი თქვენი მოგების შანსი უფრო გაიზრდება.

რას ნიშნავს - ,,ადგილობრივი ინიციატივა“?

ჩვენთვის ყველა ქმედება, რომელიც დაკავშირებულია ადგილობრივ/რეგიონულ გარემოსთან,შესაძლოა იყოს ,,ადგილობრივი ინიციატივა“: განათლება, სპორტი, ქველმოქმედება,ტურიზმი,კულტურა, ხელოვნება,ადმინისტრაციული მენეჯმენტი,ეკოლოგია და ა.შ. მაგალითისთვის, თუ გსურს შენს სკოლაში ინფორმატიკის გაკვეთილი Microsoft-ის ექსპერტებმა ჩაგიტაროს,დააგო ბილიკი ველოსიპედისთვის, ჩამოაყალიბო რეგიონული კულტურის ცენტრი აღჭურვილი მუსიკალური ინსტრუმენტებით ახალგაზრდებისთვის? ეს ყველაფერი ,,ადგილობრივი ინიციატივაა“.გჭირდება მეტი მაგალითი შთაგონებისთვის?მაშინ წაიკითხე ჩვენი გუნდის წევრების ისტორიები.

როგორ მივცეთ ხმა ინიციატივას?

ნებისმიერ ინტერნეტის მომხმარებელს შეუძლია ხმა მისცეს ინიციატივას.ხმის მისაცემად ჩვენ ვიყენებთ Facebook-ის გვერდზე “like” ღილაკს.თუ არ სარგებლობთ Facebook-ით არ იდარდოთ! ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ Vkontakte გვერდზე “like“ ღილაკი. ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი ნაკრები ინიციატივებისა და გაიმარჯვებს ის, ვინც მოაგროვებს ყველაზე მეტ ხმას( Facebook-ისა და Vkontakte-ს გამოყენებით)

როგორ დააწინაუროთ თქვენი ინიციატივა?

თუ თქვენ გაქვთ ბრწყინვალე იდეა, იმაზე თუ რა უნდა გააკეთოთ, ეს არ იქნება საკმარისი მოგებისთვის. გახსოვდეთ, რომ ამ კონკურსში მონაწილეობს უამრავი ადამიანი, რომლებიც მზად არიან გამარჯვებისთვის.ამიტომაც საჭიროა ინიციატივის კარგი აღწერა: გამოკვეთილად ახსენით თუ რაში მდგომარეობს პრობლემის არსი და როგორ აპირებთ მის მოგვარებას.გამოიყენე სოციალური ქსელები და სთხოვე მეგობრებს დაგეხმარონ შენი იდეის გამარჯვებაში.

ვინ იქნება ამ კონკურსის გამარჯვებული?

ყველა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში გაიმარჯვებს მხოლოდ ერთი ინიციატივა.

რას წარმოადგენს აღმოსავლეთ პარტნიორობა?

აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP) წარმოადგენს ურთიერთთანამშრომლობას ევროკავშირსა და ექვს ქვეყანას შორის, ესენია: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. ამ პროგრამის ავტორები არიან პოლონელები და შვედები.აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნის მიზანია ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავება ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის.პარტნიორობა ცდილობს ჩამოაყალიბოს პოლიტიკური ასოციაციები,თავისუფალი ვაჟრობის არე და გააუქმოს სავიზო რეჟიმი.
წყარო: Eastbook.eu

მიიღებს თუ არა ფულს კონკურსის გამარჯვებული?

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ანკესი უკეთესი ჯილდოა ვიდრე თევზი. ფულის მაგივრად, გაძლევთ არაჩვეულებრივ შანსს, პირისპირ შეხვდეთ კონკურსის საბჭოს წევრებს, იყოთ ჩვენი სასწავლო ტურის ნაწილი და თავად ისწავლოთ თევზის დაჭერა.

რა შეგიძლიათ მოიგოთ?

მთავარი პრიზია სასწავლო ტური პოლონეთში(17-19 ოქტომბერი),რომელიც სავსე იქნება გასაოცარი ღონისძიებებით.თქვენ შეხვდებით კონკურსის საბჭოს წევრებს, ექსპერტებს რეგიონული განვითარების სამინისტროდან და პოლონური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მონაწილოებას მიიღებთ ლექციებში, რომლებსაც ჩაგიტარებენ პროფესიონალები PR სააგენტოებიდან.

ახალი ამბები

როგორ შევიტანოთ ცვლილება?

 

იან
პიეკლო


პოლონურ-უკრაინული თანამშრომლობის ფონდის ხელმძღვანელი, პოლონეთი

ევრო-ავტობუსი(euro-bus)4 :"ევროპელი ახალგაზრდები უკრაინული საზოგადოებისთვის”-ესაა ყოველწლიური პროეტქი, რომელიც მოსდევს ევროპული დღეების აღნიშვნას უკრაინაში. ეს პროექტი მიზნად ისახავს ორი ბაზისური პრობლემის გადაჭრას: სტერეოტიპული აზროვნებისა და დამოკიდებულების შეცვლას უკრაინელებსა და ევროკავშირის მაცხოვრებლებს შორის და ქალაქგარეთ მცხოვრებ ახალგაზრობში მოტივაციის ამაღლებას,რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ აქტივობებში. წაიკითხეთ მეტი...

 

ირინა
ვიდანავა


ბელარუსიელი აქტივისტი,პორტალ CITYDOG.BY-ის მთავარი რედაქტორი

ბელარუსიელთა 67 პროცენტი არასდროს ყოფილა ევროკავშირის შემავალ არც ერთ ქვეყანაში, ხოლო 51 საერთოდ არ შეხვედრია უცხოელს. ცხადია, რომ ბელარუსიის პოლიტიკა არ არის დაინტერესებული ქვეყანათა შორის ურთიერთობების გაღრმავებისკენ, მაგრამ შეგვიძლია თუ არა იგივე ვთქვათ ევროკავშირზე? 2011 წლის გაზაფხულზე,ვილნიუსში მდებარე არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ბელარუსის საათმა“ შექმნა კოალიცია ,,VIZA FREE”. წაიკითხეთ მეტი...

 

 

მიხალას
ედუარდი


მოლდოვის ეროვნული ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე

2011 წელს, ჩვენმა ორგანიზაციამ წამოიწყო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერას, რომელნიც ჩართულნი არიან იმ ადგილობრივი ბიუჯეტის მონიტორინგსა და შეფასებაში, რომელიც გამოყოფილია ახალგაზრდებისთვის. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, პირველად მოლდოვაში, გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც ზემოთ აღნიშნული მონიტორინგის შედეგად იყო შედგენილი. წაიკითხეთ მეტი...