Facebook
VK
Twitter

ნათელი გზა ახალგაზრდებს

Project author: ბაგრატ ქელბაქიანი

Address: რუსთაველის ქუჩა, Зугдиди, Грузия

Country: Georgia

Date: 2012-09-16 19:56:27

Vote for this project

Voting is over now.

Description

პრობლემა არის ახალგაზრდების მიერ დაკარგული თავისუფალი დრო, ჩემს ქალაქში უამრავი ნორჩი პოეტი, მხატვარი, მუსიკოსი, მსახიობი და პერსპექტიული

ახალგაზრდაა.აუცილებელია მათთვის გზის გახსნა, ამისათვის საჭიროა მათი თავმოყრა და პოპულირება. უამრავი ახალგაზრდა თავისუფალ დროს ქუჩაში ატარებს,

საჭიროა მათი დაინტერესება რამით. გასათვალისწინებელია უნარშეზღუდული, უპატრონო და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ახალგაზრდები. თითოეული

ჩვენგანის ვალია ასეთ ბავშვებს გვერდით დავუდგეთ და ერთი დღე მაინც გავუხალისოთ. პრობლემის გადაჭრის გზად მიმაჩნია ''ახალგაზრდული ცენტრის'' დაარსება.

ქვემოთ მოყვანილ აქტივობებში უფასოდ მონაწილეობა შეეძლებათ უნარშეზღუდულ, უპატრონო და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ახალგაზრდებს.

 

                                                                        ''ახალგაზრდული ცენტრის'' აქტივობები

• ახალგაზრდა პოეტთა წრე - აქ შეკრებილი ახალგაზრდები ყოველთვიურად შემოგვთავაზებენ პოეზიის საღამოებს და ყოველთვიურად გამოიცემა მათი
ლექსების კრებული.

• მსახიობთა კლუბი - ნორჩი მსახიობები იმუშავებენ თანდაყოლილად და ყოველთვიურად წარმოგვიდგენენ სპექტაკლებს.

• ხატვის, კერამიკის დამზადების და თექაზე მუშაობის წრე - ნიჭიერი ახალგაზრდები იმუშავებენ, შექმნიან ხელოვნების ნიმუშებს და ყოველთვიურად
გაიმართება მათი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

• სატურიზმო ჯგუფი - მოსწავლეები მიიღებენ ზოგად განათლებას ტურიზმზე, გაეცნობიან საქართველოს ტურისტულ ზონებს და ერთი მთლიანი კურსის
დამთავრების შემდეგ მიიღებენ გიდის სერტიფიკატს.

• სახალისო ფიზიკა-ქიმია - მოსწავლეები მიიღებენ ზოგად განათლებას ფიზიკა-ქიმიაზე,რომელიც გამოადგება მათ პირად ცხოვრებაში და ჩაატარებენ
სახალისო ცდებს.

• ყოველკვირეული ტრენინგები აქტუალურ თემებზე

• ყოველთვიური ინტელექტუალური თამაშები

• ბიბლიოთეკა


 

Vote for this project

Voting is over now.

Other projects in this country

ახალი ამბები

როგორ შევიტანოთ ცვლილება?

 

ირინა
ვიდანავა


ბელარუსიელი აქტივისტი,პორტალ CITYDOG.BY-ის მთავარი რედაქტორი

ბელარუსიელთა 67 პროცენტი არასდროს ყოფილა ევროკავშირის შემავალ არც ერთ ქვეყანაში, ხოლო 51 საერთოდ არ შეხვედრია უცხოელს. ცხადია, რომ ბელარუსიის პოლიტიკა არ არის დაინტერესებული ქვეყანათა შორის ურთიერთობების გაღრმავებისკენ, მაგრამ შეგვიძლია თუ არა იგივე ვთქვათ ევროკავშირზე? 2011 წლის გაზაფხულზე,ვილნიუსში მდებარე არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ბელარუსის საათმა“ შექმნა კოალიცია ,,VIZA FREE”. წაიკითხეთ მეტი...

 

 

მიხალას
ედუარდი


მოლდოვის ეროვნული ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე

2011 წელს, ჩვენმა ორგანიზაციამ წამოიწყო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერას, რომელნიც ჩართულნი არიან იმ ადგილობრივი ბიუჯეტის მონიტორინგსა და შეფასებაში, რომელიც გამოყოფილია ახალგაზრდებისთვის. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, პირველად მოლდოვაში, გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც ზემოთ აღნიშნული მონიტორინგის შედეგად იყო შედგენილი. წაიკითხეთ მეტი...