Facebook
VK
Twitter

კონტაქტი

თუ გჭირდებათ დახმარება ან ინფორმაცია პროექტის შესახებ, დაგვიკავშირდით

ლუკაშ გრაიევსკი

პროექტის ხელმძღვანელი

დავამთავრე აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობა ვარშავის უნივერსიტეტში. მას შემდეგ დავიწყე თანამშრომლობა სხვადასხვა პოლონურ ორგანიზაციებთან, ესენია:თავისუფალი ბელარუსიის ინიციატივა,პოლონური რობერტ შუმანის ფონდი და ბოლოს ევროპის ფონდი, რომლის თანადამფუძნებელიც გახლავართ. ამჟამად ვარ რედაქტორი პორტალ Eastbook.eu-ის,რომელიც ეხება აღმოსავლეთ პარტნიორობას.ამავდროულად,როგორც ჟურნალისტი ვახორციელებ სხვადასხვა კულტურულ და ახალგაზრდულ პროექტებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან( NGO) ერთად ბელარუსიაში, უკრაინაში, მოლდოვასა და კავკასიაში.

Contact Lukasz!

მარგარიტა ჰარუტიუნიანი

ადგილობრივი კოორდინატორი, Armenia

დავიბადე ერევანში(სომხეთი) 1989 წელს. ამჟამად ვხცოვრობ და ვსწავლობ ვარშავაში(პოლონეთი).ვიყავი რამდენიმე ასოციაციისა და არაფორმალური ჯგუფის წევრი.2009 წლიდან წარმოვადგენ ახალგაზრდათა უფლებამოსილების პარტნიორობის პროგრამას პოლონეთში.

Contact Margarita!

კონულ ჯაფაროვა

ადგილობრივი კოორდინატორი, Azerbaijan

ვარ საერთაშორისო ურთიერთობებისა და EVS, ახალგაზრდული ორგანიზაციის ,,საერთო გრძნობის“ კოორდინატორი სუმგაითში,აზერბაიჯანში.დავამთავრე აზერბაიჯანის უნივერსიტეტი ენების განხრით და 2008 წლიდან ვმონაწილეობ სხვადასხვა ლოკალურ და საერთაშორისო სოციალურ აქტივობაში.ვარ ახალგაზრდა ლიდერი, მაქვს უნარი და მაინტერესებს საჯარო გამოსვლები, კომუნიკაცია, საერთაშორისო ტრენინგები და გაცვლითი პროგრამები.

Contact Konul!

ვერანიკა ლაპუტსკა

ადგილობრივი კოორდინატორი, Belarus

ვარ სოციალური კვლევების დოქტორანტი პოლონეთის სამეცნიერო აკადემიაში. ვარ ევროპისმცოდნეობის მაგისრტი ევროპის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში. დავამთავრე საერთაშორისო ურთიერთობები ბელარუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტში.სამეცნიერო ინტერესები:საერთაშორისო ურთიერთობები, არასამთავრობო ორგანიზაციები,ეროვნული სტრუქტურა,პროპაგანდა და პოლიტიკური რეჟიმები. ჰობი: ენები, მოგზაურობა, იოგა და ფლამენკო.

Contact Veranika!

ქშიშტოფ ლუკიანოვიჩი

ადგილობრივი კოორდინატორი, Georgia

დავამთავრე ისტორიის ფაკულტეტი ვარშავის უნივერსიტეტში.ამჟამად ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.ვარ უსაფრთხოებისა და კონფლიქტების პრევენციის ექსპერტი კავკასიის რეგიონში.ასევე ვარ აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის წარმომადგენელი საქართველოში.

Contact Krzysztof!

ალექსანდრუ მუსტეატა

ადგილობრივი კოორდინატორი, Moldova

ვარ ახალგაზრდული ნაციონალური ორგანიზაციის წარმომადგენელი მოლდოვაში.ასევე ვარ ეროვნული უსაფრთხოების მაგისტრანტი მოლდოვის სამეცნიერო უნივერსიტეტში.დავამთავრე საერთაშორისო ურთიერთობები უნივერსიტეტ ,,პერსპექტივაში“ . ვარ ახალგაზრდა მკვლევარი საკითხებში, როგორებიცაა:უსაფრთხოება,მოლდოვის საერთაშორისო პოლიტიკა და საგარეო პოლიტიკური ურთიერთობები. ჩემი ბლოგია: www.alexmusteata.din.md

Contact Alexandru!

ვადიმ პილიპენკო

ადგილობრივი კოორდინატორი, Ukraine

დავიბადე 1963 წელს. 2006 წლიდან ვარ საერთაშორისო ასოციაციის (MAIRR ) დირექტორი რეგიონალური განვითარების სფეროში.ვარ ინჟინერი, მენეჯერი და ექსპერტი რეგიონული სტრატეგიის მენეჯმენტში.

Contact Vadym!

ახალი ამბები

როგორ შევიტანოთ ცვლილება?

 

იან
პიეკლო


პოლონურ-უკრაინული თანამშრომლობის ფონდის ხელმძღვანელი, პოლონეთი

ევრო-ავტობუსი(euro-bus)4 :"ევროპელი ახალგაზრდები უკრაინული საზოგადოებისთვის”-ესაა ყოველწლიური პროეტქი, რომელიც მოსდევს ევროპული დღეების აღნიშვნას უკრაინაში. ეს პროექტი მიზნად ისახავს ორი ბაზისური პრობლემის გადაჭრას: სტერეოტიპული აზროვნებისა და დამოკიდებულების შეცვლას უკრაინელებსა და ევროკავშირის მაცხოვრებლებს შორის და ქალაქგარეთ მცხოვრებ ახალგაზრობში მოტივაციის ამაღლებას,რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ აქტივობებში. წაიკითხეთ მეტი...

 

ირინა
ვიდანავა


ბელარუსიელი აქტივისტი,პორტალ CITYDOG.BY-ის მთავარი რედაქტორი

ბელარუსიელთა 67 პროცენტი არასდროს ყოფილა ევროკავშირის შემავალ არც ერთ ქვეყანაში, ხოლო 51 საერთოდ არ შეხვედრია უცხოელს. ცხადია, რომ ბელარუსიის პოლიტიკა არ არის დაინტერესებული ქვეყანათა შორის ურთიერთობების გაღრმავებისკენ, მაგრამ შეგვიძლია თუ არა იგივე ვთქვათ ევროკავშირზე? 2011 წლის გაზაფხულზე,ვილნიუსში მდებარე არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ბელარუსის საათმა“ შექმნა კოალიცია ,,VIZA FREE”. წაიკითხეთ მეტი...

 

 

მიხალას
ედუარდი


მოლდოვის ეროვნული ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე

2011 წელს, ჩვენმა ორგანიზაციამ წამოიწყო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერას, რომელნიც ჩართულნი არიან იმ ადგილობრივი ბიუჯეტის მონიტორინგსა და შეფასებაში, რომელიც გამოყოფილია ახალგაზრდებისთვის. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, პირველად მოლდოვაში, გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც ზემოთ აღნიშნული მონიტორინგის შედეგად იყო შედგენილი. წაიკითხეთ მეტი...