Facebook
VK
Twitter

კონკურსის შესახებ

NGOmap - ის იდეა, არის კონკურსი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ელექტრონულად განათავსოთ ინფორმაცია იმ პრობლემებზე, რომლებიც არსებობს თქვენ გარშემო და აგრეთვე ჩამოაყალიბოთ, შემოგვთავაზოთ ამ პრობლების გადაჭრის გზა. არ გაქვთ გამოცდილება, საჭირო თანხა და გუნდი? არ იდარდოთ! განათავსეთ თქვენი გეგმა ჩვენს საიტზე და ერთად ვეცდებით მოვიძიოთ გზები, თუ როგორ განვახორციელოთ, როგორ ვაქციოთ ის რეალობად.

ორგანიზატორების შესახებ

Common Europe Foundation

2010 წლის დეკემბერში საერთო ევროპის ფონდი დააარსეს ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის კურსდამთავრებულებმა.ჩვენი მიზანია აღმოსავლეთ ევროპისა და ევროკავშირის დაახლოება.მომავალში ვგეგმავთ საერთაშორისო დებატების მოწყობას მთელი რეგიონის ფარგლებში.ფონდის მთავარი პროექტია Eastbook.eu- პორტალი აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ადამიანის უფლებების დეპარტამენტი.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

საზოგადოებრივი და კულტურული დიპლომატიის დეპარტამენტი

ახალი ამბები

როგორ შევიტანოთ ცვლილება?

 

იან
პიეკლო


პოლონურ-უკრაინული თანამშრომლობის ფონდის ხელმძღვანელი, პოლონეთი

ევრო-ავტობუსი(euro-bus)4 :"ევროპელი ახალგაზრდები უკრაინული საზოგადოებისთვის”-ესაა ყოველწლიური პროეტქი, რომელიც მოსდევს ევროპული დღეების აღნიშვნას უკრაინაში. ეს პროექტი მიზნად ისახავს ორი ბაზისური პრობლემის გადაჭრას: სტერეოტიპული აზროვნებისა და დამოკიდებულების შეცვლას უკრაინელებსა და ევროკავშირის მაცხოვრებლებს შორის და ქალაქგარეთ მცხოვრებ ახალგაზრობში მოტივაციის ამაღლებას,რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ აქტივობებში. წაიკითხეთ მეტი...

 

ირინა
ვიდანავა


ბელარუსიელი აქტივისტი,პორტალ CITYDOG.BY-ის მთავარი რედაქტორი

ბელარუსიელთა 67 პროცენტი არასდროს ყოფილა ევროკავშირის შემავალ არც ერთ ქვეყანაში, ხოლო 51 საერთოდ არ შეხვედრია უცხოელს. ცხადია, რომ ბელარუსიის პოლიტიკა არ არის დაინტერესებული ქვეყანათა შორის ურთიერთობების გაღრმავებისკენ, მაგრამ შეგვიძლია თუ არა იგივე ვთქვათ ევროკავშირზე? 2011 წლის გაზაფხულზე,ვილნიუსში მდებარე არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ბელარუსის საათმა“ შექმნა კოალიცია ,,VIZA FREE”. წაიკითხეთ მეტი...

 

 

მიხალას
ედუარდი


მოლდოვის ეროვნული ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე

2011 წელს, ჩვენმა ორგანიზაციამ წამოიწყო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერას, რომელნიც ჩართულნი არიან იმ ადგილობრივი ბიუჯეტის მონიტორინგსა და შეფასებაში, რომელიც გამოყოფილია ახალგაზრდებისთვის. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, პირველად მოლდოვაში, გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც ზემოთ აღნიშნული მონიტორინგის შედეგად იყო შედგენილი. წაიკითხეთ მეტი...